თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე გადასახადი გაძვირდება
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 17:59
თბილისში კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე გადასახადი გაძვირდება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური არ იმატებს.

კომპანიის ცნობით, გაზის ტარიფის კორექტირება 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით).