არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 18:17
არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალს 2010 წელს პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. არტისტმა კარიერა გასულ წელს დაასრულა. უკანაკნელი კონცერტი მან 2017 წლის აგვისტოში, ფილადელფიაში გამართა.

18 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა "როლინგ სთოუნმა" ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.