ქართულ აფთიაქებში არსებული კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტები სახელდება
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 18:56
ქართულ აფთიაქებში არსებული კიბოს რისკის შემცველი მედიკამენტები სახელდება

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტები, ე.წ. წნევის წამლები იყიდება. მსგავსი საფრთხის შემცველი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტის რეგისტრაციის შეჩერების ბრძანება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა 13 აგვისტოს გამოსცა, თუმცა დღეს, 16 აგვისტოს მათი ნაწილი ისევ ხელმისაწვდომია. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.

საქმე ეხება აქტიურ სუბსტანციას (ვალსარტანს), რისგანაც წამლები მზადდება და რომლის მწარმოებელი ერთ-ერთი ჩინური ფარმაცევტული კომპანიაა. როგორც ირკვევა 11-ვე დასახელების მედიკამენტის მოხმარება რისკებს შეიცავს.

"ჩინურმა კომპანიამ თავის წარმოებაში რაღაც შეცვალა ტექნოლოგიაში და გამოვლინდა, რომ იქ იყო მინარევი, რაც, შესაძლოა, იყოს ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორი", - განმარტავს წამლის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნაილი შენგელიძე.

თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო დღეს იმ მედიკამენტების სიას აქვეყნებს, რომლებიც საფრთხეს შეიცავს.

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ);

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5);

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ);

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5);

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ);

Valz H (80მგ; 160მგ);

NORTIVAN® (80მგ; 160მგ);

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ);

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ);

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ);

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; forte 10მგ/160მგ/25მგ).

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, აღნიშნული დასახელების მედიკამენტების რეესტრიდან ამოღების შესახებ უკვე აცნობეს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, რათა იმპორტი შეჩერდეს და შემომტანებმა და დისტრიბუტორებმაც გამოითხოვონ ბაზრიდან. თუმცა ზოგიერთი მედიკამენტი, რომელთა რეგისტრაცია შეჩერებულია, ქართულ აფთიაქებში ჯერ კიდევ იყიდება.