ოზურგეთში N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 18:57
ოზურგეთში N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება

ოზურგეთში N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება.
 
ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ერთად, სკოლაში იმყოფებოდა.
 
"ეს სკოლა 150 წელზე მეტია ემსახურება ეროვნულ საქმეს, ემსახურება ქვეყანას. დღეს სკოლას საფუძვლიანი განახლება სჭირდება და ჩვენც მოვედით ამ საქმის დასაწყებად. მოსწავლეებს განათლების მიღების და ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის სათანადო პირობები უნდა ჰქონდეთ", - აცხადებს თალაკვაძე.
 
სკოლის რეაბილიტაციისთვის პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრამდე მომზადდება.​