17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 16 / 08 / 2018 21:21
17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აკონტროლეთ სიტუაცია. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. ნუ გაწყვიტავთ კავშირს გავლენიან ადამიანებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ. 

 

კურო

დაიცავით წესები, საკუთარი და სხვისი უფლებები, მაგრამ დიპლომატიურად. მეტი მზრუნველობა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. 

 

ტყუპი

მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. იყავით მეტად ორგანიზებული და დაკვირვებული. ქარაფშუტა რჩევებს ყურს ნუ დაუგდებთ. 

 

კირჩხიბი

მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს ეცადეთ, სწორი ტაქტიკა და სტრატეგია შეიმუშაოთ. 

 

ლომი

საქმეებით, შეხვედრებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. საღამოს მეგობრული ან რომანტიკული შეხვედრა გელით. 

 

ქალწული

საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალგაცნობილ ადამიანთან. თუ ვინმეს მიმართ სერიოზული გრძნობა გაქვთ, ეცადეთ, მეტად დაახლოვდეთ. 

 

სასწორი

თქვენი ცხოვრება რეორგანიზებას საჭიროებს. შეიძლება შეგეცვალოთ სამეგობრო წრე, გემოვნება, სამსახური, საკუთრება. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი. 

 

მორიელი

იყავით მშვიდი სიახლეებისადმი და აკონტროლეთ ემოციები. საკუთარი განცდები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაანდეთ. ზოგიერთ პიროვნებაზე შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ. 

 

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედაპირული საქმეებისა და ვალდებულებების მიმართ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს, უძრავ ქონებას ეხება. დაიცავით პირადი ნივთები. 

 

თხის რქა 

დღეს საფრთხეს "კილომეტრში" იგრძნობთ. იყავით მეტად მეგობრული, მაგრამ ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, ნუ იქნებით აგრესიული. 

 

მერწყული

გახსოვდეთ, რომ "დუმილი ოქროა". არავის გაუმხილოთ საიდუმლო. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც თავად დაგაზარალებთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებას და ხალხმრავალ ადგილებს. 

 

თევზები

დღეს სიტუაციას, ადამიანებს და მოვლენებს გვერდიდან უნდა შეხედოთ. თუ დააკვირდებით, კარგად გაანალიზებთ, მომავალ საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორთან დაკავშირებულ ბედსაც კარგად დაინახავთ. სანამ ნაბიჯს გადადგამთ, დაფიქრდით, რა შედეგს მოგიტანთ ის თქვენ.