ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის - გენო პეტრიაშვილი
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 00:35
ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის - გენო პეტრიაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში არიან გამოწყობილნი, გენო პეტრიაშვილი განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. 

მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი - ფოტო სამი თვის წინ არის გადაღებული, ეს მაისურები არის სუვენირი და პოლიტიკასთან კავშირში არ არის

მსგავსი: მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი - ფოტო სამი თვის წინ...

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!“, – წერს გენო პეტრიაშვილი „ფეისბუქზე“.

ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის მაისურით