სოფიო ქაცარავა პარაგვაის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 09:58
სოფიო ქაცარავა პარაგვაის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პარაგვაის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს მიგელ ხორხე კუევას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და პარაგვაის შორის საპარლამენტო კავშირებზე და მის როლზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში.

მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების გზებზე.

შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი მონაწილეობდნენ.

ტეგები