მარიამ ჯაში: „დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა მოჭადრაკე ლილე ქორიძე მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებით გაგვახარებს“
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 10:08
მარიამ ჯაში: „დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა მოჭადრაკე ლილე ქორიძე მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებით გაგვახარებს“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში 16 წლის წარმატებულ მოჭადრაკე ლილე ქორიძეს სამგორის ბიუროში შეხვდა და წარმატებები მიულოცა.

ახალგაზრდა მოჭადრაკემ წელს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ 2018 წლის ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ წელსვე ლილე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში დაასახელა, რასაც იგი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

აღსანიშნავია, რომ ლილე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

გოგონა თბილისის 51-ე სკოლის აღსაზრდელია, სწავლაშიც ასევე უმაღლესი შედეგებით გამოირჩევა და ოქროს მედლის კანდიდატია.

„ვულოცავ ლილეს, მის ოჯახს, მეგობრებსა და პედაგოგებს უკვე მიღწეულ არაერთ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ, რომ ლილე მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებებით გაგვახარებს”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ტეგები