ზუზუ ბეჟაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 10:12
ზუზუ ბეჟაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. მსახიობის გარდაცვალების მიზეზს სწორედ ექსპერტიზა დაადგენს.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები