ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ სტუმრების გამოყვანა დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 12:42
ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდიდან“ სტუმრების გამოყვანა დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდს," რომელიც ამჟამად როგორც „ველმონდი," ისე ოპერირებს, საქმიანობის შესაჩერებლად ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა. სასტუმროდან უკვე დაიწყეს სტუმრების გაყვანა. მათ სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილებენ. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ სასტუმროს თანამშრომლებს სამუშაო ადგილები და ხელფასები შეუნარჩუნდებათ.

10 ივლისს სასტუმრო „ველმონდს“ საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ (იგივე „ველმონდი“) ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი.

ტეგები