სააკაშვილმა დაასახელა როდის დაბრუნდება უკრაინაში
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 19:13
სააკაშვილმა დაასახელა როდის დაბრუნდება უკრაინაში

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკავებული თანამდებობიდან წავა.

"როგორც კი პოროშენკო წავა, მე სამართლებრივად აღვადგენ ჩემს მოქალაქეობას, რადგან ყველაფერი დარღვევით მოხდა და დამნაშავეები კი აგებენ პასუხს. რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები უკრაინაში", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს გააუქმა. უკრაინიდან სააკაშვოლის დეპორტაცია პოლონეთში განახორციელდა. ამჟამად ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.

ტეგები