ყოფილი "ლეოგრანდი" დალუქეს
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 20:14
ყოფილი "ლეოგრანდი" დალუქეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") შენობა დალუქეს. ​

​სასტუმროსთან მოლაპარაკების პროცესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

​კოორდინირებული მუშაობის შედეგად 2 დღის განმავლობაში "ველმონდიდან" 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა. სასტუმროს ფუნქციონირება შეჩერებულია.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. კონსულტაციები შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება. ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ.

ტეგები