"ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელს იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ ჯამბულატ თედეევმა და მისმა ძმამ მოიყვანეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სათავეში კოკოითი" - ირაკლი მელაშვილი
ამობეჭდვა · 17 / 08 / 2018 23:24
"ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელს იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ ჯამბულატ თედეევმა და მისმა ძმამ მოიყვანეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სათავეში კოკოითი" - ირაკლი მელაშვილი

ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ამ კაცს, რომელიც ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელობს, იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ მათმა მეგობარმა ჯამბულატ თედეევმა და მისმა ძმამ იბრაგიმმა,მოიყვანეს თავსი დროზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სათავეში კოკოითი. იბრაგიმი ერთი პერიოდი "პრეზიდენტ " კოკოითის უშიშროების მდივანი გახლდათ. ძმები თედეევების კლანი კი 90-იანების ბოლოს და ნულოვანების დასაწყისში, სეპარატისტული რესპუბლიკის ყველაზე გავლენიან კლანად და სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთ დამფინანსებლად ითვლებოდა. 2005 წლამდე კოკოითი და ძმები თედეევები მეგობრები იყვნენ. შემდეგ კი როკის გვირაბით რუსეთიდან საქართველოში მომავალი კონტრაბანდის წილები ვერ გაიყვეს და დასცხეს ერთმანეთს. ჯამბულატის ძმა, იბრაგიმი, 2006 წელს მოკლეს ვლადიკვაკაზში, რესტორან "ალანდონში". ძმის სიკვდილის შემდეგ თავად ჯამბულატ თედეევი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა სეპარატისტების მხარეზე, აპირებდა გამხდარიყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2012 წელს. ამრიგად ის, როგორც პოლიტიკოსი, ანტიქართული პოლიტიკის ნაწილი გახდა. არ ვიცი ვინ ვისთან მეგობრობს და რატომ. ეს პირადი საქმეა და ყველა თავად გადაწყვეტს. მაგრამ როდესაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავის საქმე არ არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და წევრები ჩაიცვამენ თუ არა სეპარატისტი პოლიტიკოსის გამოსახულებიან "მაიკას", მას ან წარმოდგენა არ აქვს, რა თანამდეობა უკავია, რომელ ქვეყანაში, ვის მიერ არის ამ ქვეყნის 20 % ოკუპირებული, ან იმდენად არის გათავხედებული ვიღაცის ზურგით, რომ ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად და არაფრად დაგიდევს ქართული საზოგადოების რეაქციას მის ასეთ თავხედურ განცხადებაზე.

P.S. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებით ოსური მხარე რომ ვაჭრობდა ვიცოდით, მაგრამ აღნიშნული თემა ჩვენთანაც თუ რაიმე პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდებოდა ნამდვილად არ მეგონა", წერს მელაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები