დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 10:34
დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

დღეს, ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა.

ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, აწამებდნენ, აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა, არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული.
 

ტეგები