„გულის შეჩერებამდე ძლიერად მინდა, რომ ეს საქმე გამოვიდეს“ - არჩილ თალაკვაძე
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 14:19
„გულის შეჩერებამდე ძლიერად მინდა, რომ ეს საქმე გამოვიდეს“ - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლების იდეას ეხმაურება:

„ყოველ ჩასვლაზე გულის შეჩერებამდე ძლიერად მინდა, რომ ეს საქმე გამოვიდეს. ჩვენი ქალაქის მომავალი ცხოვრება ძალიან იქნება დამოკიდებული ამ პროექტზე:

სკოლის სასწავლო კორპუსების სრული განახლება; 

მემორიალური შენობის აგება, სადაც ინოვაციების, თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების ძლიერი ცენტრი იქნება ახალგაზრდებისთვის; 

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის; 

სკოლის მწვანე პარკის აღდგენა და განვითარება

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა!

თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და გთხოვთ, კომენტარით დააფიქსიროთ თანადგომა. ერთად გავაგრძელოთ ისტორია!“ - წერს არჩილ თალაკვაძე.

ტეგები