„ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ“ - ზუზუ ბეჟაშვილის დედა
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 15:18
„ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ“ - ზუზუ ბეჟაშვილის დედა

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის დედა შვილის გარდაცვალების შესახებ პირველ სატელევიზო კომენტარს აკეთებს:


„რომ მოვედი, მეგონა ეძინა და დავწვები ბარემ-მეთქი. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო.ეტყობა ვიღაცამ დაურეკა თუ რა მოხდა ვერაფერს გეტყვით. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, პულსი ჰქონია ჯერ, გვიანი რომ იყო ეტყობა ვიღაცა მოვიდა ლიფტით სახლში. არვიცი მისი მეგობარი დოლიძეზე.შეიძლება სულაც გული გაუსკდა, ვერაფერს ვიტყვი.ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და პრეპარატს იღებდა“,-აღნიშნა გარდაცვლილი მსახიობის დედამ.


მსახიობის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდანსაცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. წინასწარი ვარაუდით, მისი გარდაცვალების მიზეზი, გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.



მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში იპოვეს.

ტეგები