„ამ საძაგელ ანტი-ადამიანს მხოლოდ 2-4 წლამდე პატიმრობა ემუქრება“
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 15:45
„ამ საძაგელ ანტი-ადამიანს მხოლოდ 2-4 წლამდე პატიმრობა ემუქრება“

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია გურიაში მომხდარ საზარელ თვითმკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„შეძრული ვარ 16 წლის გოგოს ტრაგედიით. იგი თვითმკვლელობამდე მიყვანა 22 წლის ბიჭმა, რომელმაც შანტაჟით ჯერ შიშველი სურათები გადააღებინა, შემდეგ კი უკვე მათი გავრცელებით აშანტაჟებდა და სექსის გამოძალვას ცდილობდა. შედეგად, საბრალო გოგომ წნეხს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

ამ საძაგელ ანტი-ადამიანს მხოლოდ 2-4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აშკარაა, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ძალადობა და განსაკუთრებით ქალზე ძალადობა უკვე ნორმადაა ქცეული, მთელი რიგი კანონები სერიოზულადაა გადასახედი.

ასეთ დანაშაულს განუზომლად უფრო დიდი სასჯელი ეკუთვნის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მყარი, ურყევი, მკაფიო და მკაცრი მორალური პოზიცია მთელ რიგ საკითხებზე!“

ტეგები