ძლიერმა სეტყვამ თელავსა და ახმეტაში პრობლემები შექმნა
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 19:37
ძლიერმა სეტყვამ თელავსა და ახმეტაში პრობლემები შექმნა

ძლიერმა სეტყვამ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქისტაურსა და ახშანში სეტყვამ მთლიანად გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ამისბ შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა პირველ არხს განუცხადა, სეტყვამ ქალაქ ახმეტას, ასევე სოფლებს – მატანსა და ქისტაურს გადაუარა.

„ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ქისტაურს მიადგა, ახლა მივდივარ, რომ სტიქიის ადგილზე ვნახო, რა სიტუაციაა“, – განაცხადა მერმა.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ზიანი მიაყენა თელავის მუნიციპალიტეტსაც. თელავში საავტომობილო გზებზე წყლის დიდი ნიაღვარია. ზოგიერთ ადგილას ძლიერმა წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა ჩამოიტანა.
 

ტეგები