"ქართველ სპორტსმენს ერთმა ძუნგლიანმა სეპარატისტმა თედეევმა თავგზა ასე როგორ აურია" - აცოტნე გამსახურდია
ამობეჭდვა · 18 / 08 / 2018 20:29
"ქართველ სპორტსმენს ერთმა ძუნგლიანმა სეპარატისტმა თედეევმა თავგზა ასე როგორ აურია" - აცოტნე გამსახურდია

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არახალია, ძველია!

ანტიური გამოთქმა ჯანმრთელს სხეულსა და სულზე სინამდვილეში სრულიად საპირისპირო აზრს ატარებს, ვიდრე ის, რაც ჩვენს გონებაშია ჩაბეჭდილი. ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სული - იშვიათი წარმატებააო, ამბობდნენ სინამდვილეში ძველი ბერძნები...

და სიყმაწვილეში, ისევე როგორც მრავალ სხვას ჩემი ასაკისა, მეც ვაჟკაცობისა და სიწმინდის ეტალონად მიმაჩნდენ ჩვენი სპორტსმენები. მოზარდი ფსიქიკა სპეცეფექტებს ვერ იაზრებს ადეკვატურად. და რაოდენ გამაოგნებელი იყო ჩემთვის, როდესაც დავინახე რომ მამაჩემს და ეროვნულ მოძრაობას, შემდეგ კი - როგორც ახალდაბადებული სახელმწიფოს მეთაურს, უპირისპირდებოდნენ ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენები... სახელებს არ ჩამოვთვლი, დღეს რომ ლეგენდებად მიგაჩნიათ, ისინი იყვნენ... იშვიათი იყო ეროვნული, პატრიოტული მუხტის მატარებელი ტიტულოვანი სპორტსმენი იმ დროს.
მალევე მივხვდი რატომ: ამ სპორტსმენებს ძალის ცენტრი რეალურად მოსკოვში ეგულებოდათ, არც დამოუკიდებელი ქვეყნის შენებასა და შექმნაზე სურდათ შეწუხება და პასუხისმგებლობის აღება. ყველაფერი უკვე გარკვეული და გზაც გაკაფული იყო... აი, სწორედ იმიტომ, რატომაც ბებერი შმარა ლანა ღოღობერიძე და ელდარა შენგელაია ამბობდნენ: მასკვადან ფირები რომ არ ჩამოვიტანოთ, მა კინო როგორღა გადავიღოთო. ამიტომაც გამსახურდია მათთვის მინიმუმ ხელისშემშლელი, დამოუკიდებელი საქართველო კი - დროებითი გაუგებრობა იყო.

კიდევ ერთიცაა: ფსიქოლოგიაში კარგადაა აღწერილი და ექსპერიმენტულად დადასტურებული სოციალური ქცევის მოდელები, ადამიანებზე ზეგავლენის საშუალებები, საკუთარი თავისა და ქცევის კონტროლის სხვადასხვა ხარისხის უნარი, და ა.შ. სხვათა შორის, ფილიპ ზიმბარდოს ცნობილი, საინტერესო კვლევები აქვს ამ თემაზე. ამ ეპიზოდში ყველაზე უარესი ის არის, ამდენ ტიტულოვან და გამოჩენილ ქართველ სპორტსმენს ერთმა ძუნგლიანმა სეპარატისტმა თედეევმა თავგზა ასე როგორ აურია... ძნელია, როდესაც შენ გარშემო ათი კაცი აწამებს, შენ არ აწამო; როდესაც შენ გარშემო ათი კაცი ბოზობს, შენც არ იბოზო; ძნელია, როდესაც შენ გარშემო ათი კაცი აუპატიურებს, შენ არ გააუპატიურო; როდესაც შენ გარშემო ათი კაცი გარბის, შენც არ გაიქცე...
მაგრამ ეს არის, რაც უნდა შეძლო, თუ გსურს ადამიანად დარჩენა..."  - წერს ფეისბუქ გვერდზე ცოტნე გამსახურდია.

ტეგები