ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება - მობილიზებულია სამაშველო სამსახური
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 00:09
ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე ნიაღვარი მოედინება - მობილიზებულია სამაშველო სამსახური

ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში, დამეწყრილ ტერიტორიაზე მოედინება ნიაღვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამხსახურის ინფორმაციით, წყლის დაგუბების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.

უწყების ცნობით, მუდმივი მონიტორინგის რეჟიმშია თბილისში არსებული ყველა პატარა მდინარე. წყლის დონე მდინარეებზე სტაბილურია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული და კოორდინაციის რეჟიმშია.

ამდროისთვის დედაქალაქში ნალექმა დაიკლო

ტეგები