წყალდიდობა, მეწყერი, წვიმა, სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 10:15
წყალდიდობა, მეწყერი, წვიმა, სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

არამდგრადი ამინდი საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.


გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 19-20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება. ამავე ტემპერატურას პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც 19-20 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა ნავარაუდევი.

ტეგები