ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 11:12
ინდონეზიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის კუნძლულ ლომბოკზე, სადაც 5 აგვისტოს მომხდარმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგნიტუდით 6.3 მიწისძვრა მოხდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:10 საათზე დაფიქსირდა.

ნგრევისადა დასავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მაგნიტუდით 7 მიწისძვრის შედეგად 436 ადამიანი დაიღუპა.

ტეგები