გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 12:01
გრიბოედოვის ქუჩის N16-ში მდებარე ისტორიული შენობა კაპიტალურად გამაგრდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ გრიბოედოვის ქუჩაზე ისტორიული შენობისმარცხენა ფლიგელის კაპიტალური გამაგრება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ავარიული სახლის კონსტრუქციული ელემენტები -საძირკველი და მზიდი კედელი გამაგრდება, შენობის ფანჯრები კი, ლითონის
კუთხოვანებით მოჩარჩოვდება.

კაპიტალური გამაგრების სამუშოებს, რომელიც სექტემბერში დასრულდება,მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

გრიბოედოვის 16 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი თავისიაივნებით ძველი თბილისური სახლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. შენობისთავდაპირველი ნაწილი 1840-იანი წლებით თარიღდება, მე-20 საუკუნის დასაწყისშიკი, პირვენდელ ნაგებობას კიდევ ორი შენობა დაემატა.

ძეგლი იმითაც არის გამორჩეული, რომ აღნიშნულ შენობაში, 1852-1858 წლებში,კავკასიის მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილება ფუნქციონირებდა, რომელსაცმწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი ხელმძღვანელობდა. კაპიტალური გამაგრების პროექტს გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

ტეგები