შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 12:43
შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და  საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ.,  ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ტ.ნ. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის  24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ,  დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, დამალული „აკ-74“-ის მოდელის  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“  მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ  დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
 

ტეგები