გადმოწია თუ არა რუსეთმა დიკლოს მიმართულებით საზღვარი - შსს-ს პასუხი
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 14:20
გადმოწია თუ არა რუსეთმა დიკლოს მიმართულებით საზღვარი - შსს-ს პასუხი

2018 წლის 19 აგვისტოს მედია საშუალებებში გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსეთის ფედერაციის მხარემ ზამთრის პერიოდის შემდეგ, დიკლოს მიმართულებით, საზღვარი რამდენიმე კილომეტრით გადმოსწია და ქართველ მესაზღვრეებს აღარ უშვებენ.  საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება .

"დიკლოში ფუნქციონირებს სასაზღვრო პოლიციის პოსტი. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დადგენილ პერიმეტრზე, ქართველი მესაზღვრეები დღემდე შეუფერხებლად ახდენენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

ტეგები