ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 16:10
ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება

ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ბახმაროში უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების და წყალკანალიზაციის საპროექტი სამუშაოები.

„ჩვენ უკვე გვაქვს ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთი კონცეფციის ფარგლებში. პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში დამსვენებელი მიდის და მეორეს მხრივ, განვავითაროთ ის, როგორც თანამედროვე კურორტი. გენერალური გეგმა მოიცავს ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფციასაც. ის შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე. ბახმაროს უახლოეს პერიოდში დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება“, - ამბობს მინისტრი.

დღეს ბახმაროში ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2018“გაიმართება. დოღში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ცხენოსნები მიიღებენ.

ბახმარო ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კურორტის ტერიტორია ერთგვარი ქვაბულია, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.

ტეგები