"დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო...ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს" - ნათია ფანჯიკიძე
ამობეჭდვა · 19 / 08 / 2018 18:21
"დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო...ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა - რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს "უბედურება და სირცხვილი". შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს. 17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.

განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები