გლდანში 45 წლის კაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 10:44
გლდანში 45 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანის რაიონში 45 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ადგილზე აცხადებენ, სავარაუდოდ, მისი დაღუპვის მიზეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტეგები