აზია არგენტო, რომელიც ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, თავად აღმოჩნდა მოძალადე
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 12:36
აზია არგენტო, რომელიც ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, თავად აღმოჩნდა მოძალადე

მსახიობი აზია არგენტო, რომელიც ვაინშტაინს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, აღმოჩნდა რომ თავადაა სექსუალური მოძალადე. გავრცელებული ინფორმაციით, მას არასრულწოვანთან ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა 2013 წელს, კალიფორნიაში, 17 წლის დამწყებ მსახიობთან. მან ჯერ ალკოჰოლით დაათრო ბიჭი, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა და გასაჩუმებლად 380 ათასი დოლარი გადაუხადა.

კალიფორნიის შტატის კანონების მიხედვიტ სექსუალური აქტივობისთვის მინიმალური დასაშვები ასაკი 18 წელია.

საქმეს ახლა პოლიცია იძიებს.

ტეგები