ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებულმა კაზინომ მუშაობა განაახლა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 13:14
ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ არსებულმა კაზინომ მუშაობა განაახლა

ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ კაზინომ მუშაობა განაახლა.

სასტუმროს ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ კაზინოში უსაფრთხოების წესები ძირითადად დაცულია და სასტუმროს ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღეს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ივლისს იყო. შესაბამისად, მას შემდეგ სასტუმროში უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი რამ გამოსწორდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და ჩვენ სრულიად დავემორჩილეთ მას. ამ პერიოდის განმავლობაში ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურთან. სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ კაზინოში ძირითადად დაცულია უსაფრთხოების წესები, ამიტომ ნებართვა მივიღეთ და მიიღეს შენობის ნაწილის გახსნის გადაწყვეტილებაც“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

ადვოკატი ვერ საუბრობს, არის თუ არა შესაძლებელი ახლო მომავალში ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდი“ სრულად ან ნაწილობრივ გაიხსნას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ (სასტუმრო „ველმონდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს. სასტუმრომ მუშაობა 17 აგვისტოს შეწყვიტა.

ტეგები