ეკა ბესელიას Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას შეხვდა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 14:32
ეკა ბესელიას Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიას შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია Human Rights Watch-ის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ და Human Rights Watch-ის ექსპერტების მიერ ჩატრებული კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სახელწოდებით „ზრუნვა და არა დასჯა“.


შეხვედრაზე, ასევე საუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც ნარკოპოლიტიკის რეფორმას ახლავს. ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტში ეს პროცესი აქტიურ ფაზაშია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმ ახალი ცვლილებების მოსამზადებლად, რომლებიც უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. „რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტს, ჩვენ გვქონდა ერთი სხდომა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტშია შემოსული, გვექნება მეორე ხსდომაც და კომიტეტი თავის დასკვნას მოამზადებს იმ ინიცირებულ პროექტზე“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბარი შეეხო რეფორმასთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ საკითხებს, რომელთა უმრავლესობაზე არსებობს კონსენსუსი.

ითქვა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს ზრუნვაზე ორიენტირებული და ნარკომომხმარებლების შემცირებაზე მიმართული. ასევემ, უნდა გატარდეს კომპლექსური რეფორმები, რომლებიც უკავშირდება პრევენციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და უნდა იყოს მკაცრი მიდგომები ნარკოლეარიზატორების მიმართ.


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით: „აქ საუბარია აგრეთვე, სასჯელების პროპორციულობაზე. არის ასევე საკითხები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთნ არსებულ უწყებათაშორის საბჭოს დაევალა. იმისთვის, რომ მალე დასრულდეს ეს პროცესი, ჩვენ დაგვჭირდება კოორდინაცია, რათა კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენი მოსახლეობის დაცვისკენ და მომავლისკენ მიმართული გადაწყვეტილებები.

აქ საუბარია აგრეთვე იმ ნარკოტიკების კონკრეტული ჩამონათვალის ოდენობების განსაზღვრაზე, რომელიც დაკავშირებულია ფლობის შემთხვევაში სასჯელებთან. აქაც გარკვეული პროგრესია და არის საკითხები, რომელიც შეჯერებას ითხოვს“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე შეფასებით, ეს იყო საქმიანი, ინფორმაციული შეხვედრა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და აღინიშნა, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება.

ტეგები