ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 14:48
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს და მიმდებარე ტერიტორიას მოაწესრიგებს.

ახალი შენობა ოთხსართულიანი იქნება. მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

ტეგები