ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 16:20
ირაკლი კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ჩაგდება- არჩაგდება, არც ერთი და არც მეორე, ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენთვის მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც აქვს ჩამოყალიბებული გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, და სწორედ ამის გამო ნიშნავდა თავის თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე უზენაეს სასამართლოში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა.“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, პარლამენტი დაელოდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებას და ამის შემდეგ იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად.

„ჩვენ არ გვგონია, რომ ხუთი წლის თავზე შეიცვალოს მარგველაშვილის დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. თუმცა, არც ჩაგდება-არჩაგდება ჩვენთვის არ არის თვითმიზანი. ჩვენ დაველოდებით კანდიდატურას და ამის შემდეგ ვიმოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტეგები