მეგან მარკლის საქორწილო კაბა გამოფენის ექსპონატი გახდება
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 17:13
მეგან მარკლის საქორწილო კაბა გამოფენის ექსპონატი გახდება

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლის მეგან მარკლის საქორწილო კაბა ექსპონატი გახდება გამოფენაზე, რომელიც ბერკშირის საგრაფოში მდებარე უინძორების სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მის სანახავად სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩავლენა. გამოფენის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მეგან მარკლის საქორწილო კაბა კლერ უეით კელერმა შექმნა, რომელიც მოდის სახლის Givenchy-ს კრეატიული დირექტორია. კაბის ღირებულება 200 000-ზე მეტი ფუნტი სტერლინგია.

ტეგები