Apple-ის მაღაზიაში iPad-ი აფეთქდა
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 18:45
Apple-ის მაღაზიაში iPad-ი აფეთქდა

ჰოლანდიაში, ამსტერდამში, Apple-ის მაღაზიაში iPad-ის ბატარეა აფეთქდა, რის გამოც მაღაზიაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევისას მაღაზიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ევაკუაციის შემდეგ სახანძრო სამსახური გამოიძახეს, რის შემდეგაც მაღაზია დროებით დახურეს. 

ტეგები