21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 21:57
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გულის სიღრმეში მგრძნობიარე და სენტიმენტალლური ხართ, მაგრამ მუშაობისას ეგ გრძნობები არ გამოგადგებათ. თუ მომთხოვნი არ იქნებით, ვერაფერს მიაღწევთ. შეიძლება დაგჭირდეთ პროტექცია, იურიდიული დახმარება.

კურო
უსაქმოდ ნუ გაჩერდებით, ნელ-ნელა მიჰყევით ვალდებულებების შესრულებას. მხარდაჭერისთვის ერთგულ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქველმოქმედო ფონდს და ა.შ. მიმართეთ.

ტყუპი
თუ იცით რა გსურთ და ახლობლების მხარდაჭერაც გექნებათ, გეგმებს მარტივად განახორციელებთ. შანსი არ გაუშვათ, გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალიზმი, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

კირჩხიბი
დარდი არ გქონდეთ, გავლენიანი მეგობრების დახმარებით ყველა სირთულეს დაძლევთ. ხოლო, რასაც ვერ შეცვლით მაგის გამო ნუ ინერვიულებთ, ჯერჯერობით უნდა მოითმინოთ.

ლომი
გახსოვდეთ, რომ "დუმილი ოქროა". ეცადეთ, სიტყვით არავის ატკინოთ გული. კარგი დღეა ახალი პროექტისთვის ხალხის შესარჩევად, სამოქმედო გეგმის შესადგენად და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

ქალწული
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იყავით კონტაქტური. მხოლოდ ერთგული და საქმის მკეთებელი ადამიანების იმედი გქონდეთ. შეიძლება საყვარელი ადამიანიც კი უცნაურად მოგეჩვენოთ.

სასწორი
მეტად დააფასეთ უფროსები და ტრადიციები. რუტინული საქმეებიც კი ღიმილით შეასრულეთ. კარგი დღეა იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო დახმარების მისაღებად და გასაწევადაც.

მორიელი
მშვიდი დღე გელით. იცით რა გსურთ, როგორ უნდა მიაღწიოთ და თამამად, მაგრამ თავდაჯერებულად მოქმედებთ. ეცადეთ, თქვენი შრომა დაფასდეს და გარშემო მყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩეთ.

მშვილდოსანი
დღეს ნუ იქნებით ლიდერი, იყავით შემსრულებელი. აკონტროლეთ სიტუაცია, ხალხი. საპასუხისმგებლო დღე ელით საბანკო სფერის წარმომადგენლებს, აგრეთვე, კულტურისა და პოლიტიკის სფეროში მომუშავეებს.

თხის რქა
გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც მომავალში მუშაობას აპირებთ. აგრეთვე მათთან, ვისთანაც საერთო ინტერესები (მატერიალური) გაკავშირებთ.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ ფულს სარფიან საქმეში დააბანდებთ (მოგზაურობა, სწავლა, ბიზნესი) და მომენტალურად არ გაფლანგავთ.

თევზები
კარგი დღეა დასვენებისთვის, განსაკუთრებით, თუ შვებულებაში ხართ. აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ხოლო თუ მოინდომებთ და სიზარმაცეს დაძლევთ, საქმეებსა და ვალდებულებებსაც იდეალურად გაუმკლავდებით.

ტეგები