გოგონას, რომელმაც მე-9 სართულიდან გადავარდნის შემდეგ ხელი დაკარგა, დახმარება სჭირდება (ფოტო)
ამობეჭდვა · 20 / 08 / 2018 22:48
გოგონას, რომელმაც მე-9 სართულიდან გადავარდნის შემდეგ ხელი დაკარგა, დახმარება სჭირდება (ფოტო)

ლიკუნა ჩაჩიბაის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს თავისი ოცნების განსახორციელებლად:

"ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი.

3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე - ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე.

სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას - „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები - „დედა მინდა“ - უბედნიერესი ვიყავი მართლა.

დედაჩემის შემოსვლა მოვითხოვე და ჩვეულებრივი, ნორმალური ტონით ვკითხე, რატომ არ მითხარი, რომ არ მაქვს ხელი-მეთქი? არანაირი გაგიჟება, დეპრესია და პანიკა არ მქონია, ამას რომ ვეკითხებოდი. დედაჩემს ძალიან გაუხარდა ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი, ცხოვრება გავაგრძელე, გავუძელი ყველა გამოწვევას და სირთულეს. ხალხის რეაქციას და კიდევ ათას რამეს რაც წინ დამხვდა.
მე არვარ მდიდარი ოჯახიდან, ჩემს მშობლებს არაქვთ შესაძლებლობა ისეთი რომ ჩემი ოცნება ამიხდინონ. ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ხალხის თანადგომა და იმედი მაქვს რო ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება.
მოკლედ ყველას თანადგომაა მჭირდება რომ ფული შევაგროვო ხელის პროთეზისთვის, თითო ადამიანის ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია, უბრალოდ ოცნებების მჯერა, და მჯერა რომ თქვენ ამაში დამეხმარებით. 
მადლობა ყველას წინასწარ!" წერს ჩაჩიბაის ფეისბუქ გვერდზე.

TBC Bank++
მიმღები: ლია ჩაჩიბაია.
ანგარიშის ნომერი
GE15TB7998345061100071

ტეგები