თბილისში არასრულწლოვნებმა ყავის სახლი გაქურდეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 00:19

თბილისში ყავის სახლი "Dom Kofe"-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ყავის სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული მასალა, რომელზეც ობიექტის კარის შემტვრევის და გაქურდვის მომენტია ასახული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ორი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი პირი ჩანს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, იდენტიფიცირევბული ქურდობაში მონაწილე არასრულწლოვნები.

ტეგები