„მოდულში შესვლა ჩემთვის მეხის დაცემაა, იქ ჩემი შვილის მკვლელები სხედან“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 10:20
„მოდულში შესვლა ჩემთვის მეხის დაცემაა, იქ ჩემი შვილის მკვლელები სხედან“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ელოდებიან. საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მაჩალიკაშვილი მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.

“ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ტეგები