გლდანის N8 საპყრობილის ყოფილ უფროს ინსპექტორს პატიმრობა მიესაჯა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 11:32
გლდანის N8 საპყრობილის ყოფილ უფროს ინსპექტორს პატიმრობა მიესაჯა

გლდანის N8 საპყრობილის ყოფილ უფროს ინსპექტორს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას დაკავებულისგან ჩვენების ძალადობით მიღება ედება ბრალად.

რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროსს ექვსი წლით პატიმრობის აღკვეთა მიესაჯა და თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთვა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით მას სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, თანამდებობის დაკავებას კი ის 2 წელი და 3 თვე ვერ შეძლებს.

ტეგები