ღვინის აღმართზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 13:41
ღვინის აღმართზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით ღვინის აღმართზეც შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.

პროექტის განხორციელების მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.
 

ტეგები