საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის სახანძრო მანქანები შეიძინა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 15:19
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტყის სახანძრო მანქანები შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა.

უწყების განმარტებით, მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანება გადმოკვეთს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ მანქანებს იმ ქალაქებში გადაანაწილებს, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.

ტეგები