სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა
ამობეჭდვა · 21 / 08 / 2018 19:58
სამგორის რაიონში 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა



სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართებზე სახურავებს აწესრიგებს.

ბრტყელი სახურავები მოწესრიგდა ვარკეთილი 3-ში, რ. დვალის ქუჩის N11 კორპუსში, ქინძმარაულის შესახვევის N21 კორპუსში, შუამთის ქუჩის N15-ში, მოსკოვის გამზირზე, მე-5 კვარტლის N2 კორპუსში, ოცხელების ქუჩის N25ა-ში, მესამე მასივში, მე-5 მიკრორაიონის N2 კორპუსში და პირველი კვარტლის „ე“ კორპუსში.

აღნიშნულ მისამართებზე, უმრავლეს შემთხვევაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილებიც.

ამის პარალელურად, ქანობიანი სახურავები და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა ვარკეთილის დასახლებაში, სამგორის ქუჩის N6-სა და აეროპორტის დასახლებაში, N2 სახლში.

ამჟამად, ბრტყელი სახურავების მოწესრიგება მიმდინარეობს ქინძმარაულის შესახვევში N2 კორპუსსა და ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონის 305ა კორპუსში.

ტეგები