არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს
ამობეჭდვა · 22 / 08 / 2018 09:54
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს. დღეს გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - „ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.

დასკვნაში დასაბუთებულია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამების შედეგად გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნ სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულზე პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.

ტატუნაშვილის ოჯახის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ მკვლელები დაისჯებიან.

ტეგები