დანით შეიარაღებულმა კაცმა ბელგიაში 2 ქალი მოკლა
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2018 11:52
დანით შეიარაღებულმა კაცმა ბელგიაში 2 ქალი მოკლა

ბელგიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა 2 ქალი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მორესნე-შაპელის დასახლებულ რაიონში მოხდა. უცნობი კაცი რესტორანში დანით შეიჭრა და თავისი ყოფილი მეგობარი გოგონა და მისი დედა სასიკვდილოდ დაჭრა.

ინციდენტისას კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

ტეგები