დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება
ამობეჭდვა · 23 / 08 / 2018 12:51
დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება, ის უფრო დიდია ვიდრე გისას პირამიდა და ბოინგ 747 ორჯერ აღემატება. ამის შესახებ dailymail იუწყება.

ასტეროიდის სიჩქარე 32,400 კმ/საათია, მისი სამოძრაო სივრციდან გამომდინარე ის ითვლება სახიფათოდ, თუმცა როგორც მეცნიერები ამბობენ ასტეროიდის ტრაექტორია ცნობილია და ის დედამიწისთვის საშიში არ იქნება.

ასტეროიდი დედამიწას, მომავალ კვირას, 29 აგვისტოს ყველაზე ახლო მანძილზე ჩაუვლის. მანძილი ასტეროიდსა და დედამიწას შორის 13-ჯერ აღემატება მანძილს დედამიწასა და მთვარეს შორის.
 

ტეგები