ჰავაიზე ძლიერი ქარი და წყალდიდობაა
ამობეჭდვა · 24 / 08 / 2018 13:02
ჰავაიზე ძლიერი ქარი და წყალდიდობაა

ჰავაის მაცხოვრებლები საუკუნის ყველაზე დამანგრეველ ქარიშხალს ელიან. ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის ქარიშხლების პროგნოზირების ცენტრის ცნობით, ქარიშხალი „ლეინი“ წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა. ის უკვე მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა, თუმცა კუნძულზე ჯერ მხოლოდ მე-3 კატეგორიის ქარიშხალია. ამ დროისთვის, კუნძულზე ძლიერი ქარია. ქარის სიმძლავრე 200 კმ/სთ-ია. ამას ემატება ძლიერი წვიმაც. დაიტბორა ქუჩები და გახშირდა მეწყერები. 

სკოლები და ოფისები დაკეტილია, გზები გადაკეტილია. მოსახლეობა თავშესაფრებშია გადაყვანილი.

ტეგები