დედაქალაქის მერი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო
ამობეჭდვა · 24 / 08 / 2018 18:32
დედაქალაქის მერი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი, ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია ექნება.

„მინდა მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი დღე. კონსტიტუცია ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი იურიდული დოკუმენტია. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულია. კონსტიტუციაზე მუშაობდა არამხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ საზოგადოების ფართო წრე, სხვადასხვა ექსპერტები. დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია და საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა რონალდ შტოირერმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.

ტეგები