ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე 22 წლის კაცი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 25 / 08 / 2018 10:29
ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე 22 წლის კაცი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ზე 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალება ნარკოტიკების დიდი ოდენობით მიღებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 

ტეგები