„ფოტოს იმიტო ვაზიარებ, რომ ეტყობა, რა ჯანსაღი ბავშვიცაა და რომ ეს არის ტრაგედია“
ამობეჭდვა · 25 / 08 / 2018 16:17
„ფოტოს იმიტო ვაზიარებ, რომ ეტყობა, რა ჯანსაღი ბავშვიცაა და რომ ეს არის ტრაგედია“

გიორგი მიქანაძე სოციალურ ქსელში ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოტიკების ზედოზირებით 22 წლის ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

„ეს არის უმაგრესი ბავშვი გიორგი, ჩემი სტუდენტი.

ძალიან მაგარი ბავშვი, არანაირი ბომჟი, არანაირი ნარკომანი, ძალიან წესიერი ზრდილობიანი და მონდომებული ადამიანი, თავისი წარმატებისთბის. კარგად მახსოვს.

გამთენიას ანაკლიაში გარდაიცვალა.

ფოტოს იმიტო ვაზიარებ, რომ ეტყობა, რა ჯანსაღი ბავშვიცაა და რომ ეს არის ტრაგედია.

არაფერი თქვათ და იფიქროთ ცუდი, უმაგრესი ბავშვი. ზუსტად ვიცი.

გავგიჟდი...

ეს არაა ფესტივალის ბრალი, არც გიორგის ბრალია. ნუ ერთხელ, ორჯერ შვებიან ხოლმე, სამწუხაროდ და არცერთხელ არ უნდა ქნა ჭკვიანმა კაცმა. დარწმუნებული ვარ სისულელე მოუვიდა... მარა... რამხელა გეგმები და მიზნები დაამთავრა 1 დღეში.

ინფორმირებაა საჭირო ხალხის.

გიორგის სული აცხონოს ღმერთმა...“ - წერს გიორგი მიქანაძე.

ტეგები